სერხი რობერტომ
Aa
Aa

სერხი რობერტომ "ბარსასთან" 2022 წლამდე გაახანგრძლივა

კატალონიის „ბარსელონას“ ახალგაზრდა უნივერსალმა სერხი რობერტომ, „ბლაუგრანასთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.

ახალი კონტრაქტის თანახმად, 25 წლის მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

სერხი რობერტო „ლა მასიას“ აღზრდილია და „ბარსას“ ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2010 წლის ნოემბერში შედგა.

მას შემდეგ რობერტომ კლუბის მაისურით 177 შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გრანდთან გრძელვადიანი კონტრაქტები ლიონელ მესიმ და ხერარდ პიკემაც გააფორმეს, რომელთაც ესპანური პრესის თქმით, სულ მალე სამუელ უმტიტიც შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები