ტორპედო და იბერია ფინალში გავიდნენ | ბედოშვილის და მამუჩაშვილის გამარჯვების გოლები
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა იბერიამ ვახო ბედოშვილის გოლით დინამო თბილისი 1:0 დაამარცხა.
სუპერთასის მეორე ნახევარფინალში ქუთაისის ტორპედომ ლადო მამუჩაშვილის გოლით გორის დილა დაამარცხა და ფინალში გავიდა.
სუპერთასის ფინალი იბერიასა და ტორპდოს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პირველ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.მესამე ადგილისთვის მატჩში დილა - დინამოს შეხვედრა პირველ ივლისს, „თენგიზ ბურჯანაძეზე'' გაიმართება.
გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.
იბერიას და ტორპედოს პრესსამსახურის ფოტოები