კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ენტონი დევისი, ზაკ ლავინი
Aa
Aa

ტრავმა, ცრემლები და ჩაგდებული საჯარიმოები | კაირი ირვინგის გმირობა

„დალას მავერიქსის“ პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ლუკა დონჩიჩის „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გაცვლის შემდეგ, ჯერ ენტონი დევისმა მიიღო ტრავმა, ახლა კი კაირი ირვინგი დაიმტვრა და „დალასის“ საპლეიოფო შანსები მკვეთრად შემცირდა.

გამთენიისას, „მავერიქსი“ „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა. პირველ მეოთხედში, კაირი „კინგსის“ სამწამიანში შეიჭრა, რა დროსაც, ფეხი იტკინა. ირვინგი უდიდეს ტკივილს გრძნობდა და ეს სახეზეც ეტყობოდა, მაგრამ გაიმეორა ის, რაც წლების წინ მისმა კერპმა, კობი ბრაიანტმა გააკეთა.

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ მატჩში, „შავმა მამბამ“ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, მაგრამ პარკეტის დატოვებამდე, ორი საჯარიმო სროლა შეასრულა. კაირიმ იგივე გააკეთა. „დალასის“ გამთამაშებელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, რომელთა დროსაც გამოჩნდა, რომ ტკივილისგან ცრემლებიც წამოუვიდა. საჯარიმოების შემდეგ, იგი ვერ გადაადგილდებოდა და პარკეტიდან გაიყვანეს.

შეხვედრა „საკრამენტოს“ გამარჯვებით დასრულდა - 122:98. „კინგსის“ რიგებში საუკეთსო ზაკ ლავინი იყო - 22 ქულა, 3 მოხსნა. დემარ დეროუზანმა 20 ქულა მიითვალა, იონას ვალანჩუნასმა კი 14 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. „საკრამენტოსთან“ მარცხის შემდეგ, „დალასს“ 32 მოგება და 30 წაგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 გახლავთ. „მავერიქსი“ მომდევნო შეხვედრას „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ არის ქართველი ვუნდერკინდი, რომლის დამატებაც რეალს და ლივერპულს სურთ“ - Transfermarkt ხარებაშვილზე
„ვინ არის ქართველი ვუნდერკინდი, რომლის დამატებაც რეალს და ლივერპულს სურთ“ - Transfermarkt ხარებაშვილზე