NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა
გამთენიისას ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე საინტერესო და დაძაბული მატჩი სმუთი ქინგ ცენტრში გაიმართა სადაც ადგილობრივმა ნიუ ორლეანმა ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა. პირველი ნახევარი პელიკანებმა 6 ქულის სხვაობით მოიგეს, მესამე პერიოდში კი ბულსმა თამაშის ხარისხი გამოასწორა და სხვაობა აღმოფხვრა. ყველაზე დრამატული მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც გუნდებმა 33-33 ქულა ჩააგდეს და მატჩიც ოვერტაიმში გადაიყვანეს. გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ექსტრა ტაიმის თამაში გახდა საჭირო, სადაც უფრო ძლიერები მასპინძლები აღმოჩნდნენ და დრამატული მატჩი 132-128 მოიგეს.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა კაზინსმა ჩააგდო 51 წუთში მან 44 შედეგიანი სროლა განახორციელა და ამასთან ერთად აქტივში 10 პასი და 24 მოხსნა ჩაიწერა. კაზინსთან ერთად საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომელმაც 34 ქულა და 5 პასი მიითვალა. სტუმართაგან 22-22 ქულით ლოპესი და გრანტი გამოირჩნენ.
ნელი ტემპი და ჩაკეტილი თამაში შედგა ტოიტა ცენტრში, სადაც ჰიუსტონმა მაიამის უმასპინძლა. პირველ პერიოდში, ბევრისთვის მოულოდნელად სტუმრები 8 ქულიანი სხვაობით გაიქცნენ, თუმცა საბოლოოდ ჰარდენის კამპანიამ სადავეები ხელთ იგდო და მატჩი 9 ქულიანი სხვაობით დაასრულა.
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მილოუკი ბაქსმა ლეგენდარული ჯეისონ კიდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, რომელიც „ირმებს“ 4 სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. დათხოვნის მიზეზი არასახარბიელო შედეგი იყო. ამ დროის მანძილზე კიდის თავკაცობით გუნდს სერიოზული არაფერი გაუკეთებია და მიმდინარე სეზონში 45 შეხვედრაში 23 გამარჯვება და 22 წაგება ჰქონდა.
კიდის ნაცვლად „მილოუკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით მისი ასისტენტი ჯო პრუნტი დაინიშნა, მისი თავკაცობით კი გამთენიისას „ირმებმა“ ფენიქსს უმასპინძლეს და 109-105 მოუგეს.
ზედიზედ მეორე მატჩი წააგო ლოს ანჯელეს კლიპერსმა. დეანდრე ჯორდანის გარეშე მოთამაშე გუნდმა ამჯერად სტეპლს ცენტრში მარცხი მინესოტასთან განიცადეს. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს ჯიმი ბატლერი და ჯამალ კროუფორდი აკლდათ, მათ მასპინძლები მაინც დაჩაგრეს და საბოლოოდ შეხვედრა 8 ქულიანი სხვაობით 126-118 მოიგეს.
NBA-ს სხვა შეხვედრები კი ასეთი ანგარიშით დასრულდა:
შარლოტი - საკრამენტო 112:107
ატლანტა - იუტა 104-90
მემფისი - ფილადელფია 105-101
დალასი - ვაშინგტონი 98-75
დენვერი - პორტლენდი 104-101