როგორც რაული და კასილასი -
Aa
Aa

როგორც რაული და კასილასი - "რეალი" რონალდუსაც უშვებს

Eurosport-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" კრიშტიანო რონალდუს წასვლის ნება მისცა.

კლუბმა პორტუგალიელს დაუდასტურა, რომ ისინი მის შენარჩუნებას აღარ გეგმავენ.

რონალდუს ახალი და გაუმჯობესებული პირობები სურდა, რაზეც "რეალის" პასუხი პირდაპირი და მკაფიო იყო - ის ახალ ხელშეკრულებას ვერ მიიღებდა.

ფლორენტინო პერესი ზაფხულში გუნდში ძირეული ცვლილებების გატარებას გეგმავს და ამ პროცესის დაწყებას რონალდუს გაყიდვით აპირებს.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ჯერჯერობით მხოლოდ 2 გუნდს უკავშირებენ - "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პსჟ"-ს.

მიუხედავად რონალდუს სტატუსისა, ძნელად წარმოსადგენია, რომ ზემოხსენებულმა გუნდებმა მისი დამატების სურვილი გამოთქვან.

როგორც ჩანს, "რეალს" რაულისა და კასილასის მსგავსად რონალდუც განაწყენებული დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები