Aa Aa
17 აგვისტო 2015  |  12:15

„შალკეს“ ნასტასიჩი გამოაკლდა

გელზენკირხენის „შალკეს“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, სერბეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, მატია ნასტასიჩმა „ვერდერთან“ მოგებულ მატჩში აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მოედანი ნაადრევად, მე-17 წუთზე დატოვა.

ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. როგორც გაირკვა ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ნასტასიჩი რამდენიმე თვეს კლუბის ლაზარეთში გაატარებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები