მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰის რეკორდი და წაუგებელი სვლა - წინ იუნაიტედთან მატჩია

„ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერ ლიგის XIX ტურში სტუმრად „ვესტ ჰემი“ 5:0 დაამარცხა, 45 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. მერსისაიდული გრანდის რიგებში ამჯერადაც გამოირჩეოდა მოჰამედ სალაჰი, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასია, რის შემდეგაც ეგვიპტელი უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა. ის გახდა კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ რვა სეზონში შეძლო მინიმუმ 20 ბურთის გატანა. წლევანდელ ჩემპიონატში ჩატარებულ 18 მატჩში აფრიკელის ანგარიშზე 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა, რითაც ის როგორც ბომბარდირთა, ასევე ასისტენტთა დავას ლიდერობს.

ლონდონში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ლივერპულის“ 32 წლის ლიდერს კლუბთან 2025 წლის ივნისამდე მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რაზეც სალაჰმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება და სიტუაცია უცვლელია. ეგვიპტელის შეფასების დროს კომპლიმენტები არ დაუშურებია „წითლების“ ნიდერლანდელ დამრიგებელს არნე სლოტს, რომელმაც განაცხადა, რომ სალაჰი ამ მომენტისთვის საუკეთესო თუ არა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ცნობისათვის, „ლივერპულს“, რომელიც მომდევნო შეხვედრას 5 იანვარს, პრინციპულ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „ენფილდ როუდზე“ გამართავს, ყველა ტურნირზე 23-მატჩიანი (20 მოგება, 3 ფრე) წაუგებელი სერია აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის პრეტენდენტები 2025 წელს - Goal.com-ის რეიტინგი
ოქროს ბურთის პრეტენდენტები 2025 წელს - Goal.com-ის რეიტინგი