სანიოლი: "რომ არა ვილტორის ეს ქმედება..." - უცნობი ფაქტი: რატომ გააგდო მსაჯმა ზიდანი?
საფრანგეთის ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლმა 12 წლის შემდეგ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა და SFR Sport 1-თან საუბრისას განაცხადა, რომ ზიდანის მოედნიდან გაძევება არა მსაჯის, ან იტალიელების, არამედ სილვიენ ვილტორის ბრალი იყო.
"იმ მომენტში, როცა ზიდანმა თავი მატერაცის ჩაარტყა ბურთით ჩვენ ვიყავით, კონკრეტულად კი სილვიენ ვილტორი, რომელმაც ძირს დაგდებული მატერაცი დაინახა და ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო, რის შემდეგაც თამაში შეჩერდა და მთავარმა არბიტრმა ჰორაციო ელისონდომ ზიზუს წითელი ბარათი უჩვენა.
რომ არა ვილტორის ეს ქმედება, დარწმუნებული ვარ, რომ მსაჯი მატჩს არ გააჩერებდა და არც ზიდანი მიიღებთა წითელს".
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის ფინალის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დამატებითებში კი 110-ე წუთზე ფრანგები მოედანზე ათნი დარჩნენ. შეხვედრა პენალტების სერიებამდე მივიდა, სადაც გადამწყვეტი დავიდ ტრეზეგეს მიერ გაფუჭებული დარტყმა გამოდგა.
