იტალიური პრესა: მჭედლიძე "ემპოლის" დატოვებს
იტალიური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე "ემპოლის" დატოვებს.
წყაროს მტკიცებით, მჭედლიძის გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია.
იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის სავარაუდო ახალი გუნდის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
როგორც რამდენიმე თვის წინ დაიწერა, მჭედლიძით სერია A-ს ბინადარი "ბოლონია" ინტერესდებოდა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო აპრილის შემდეგ მოედანზე არ გასულა.