ზიდანი: "არავის დამატებას არ ვგეგმავთ"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სელტასთან" ნათამაშები ფრის (2-2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბა.
"ტრანსფერები? არა, არავის დამატებას არ ვგეგმავთ. ვთვლი, რომ გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული. იანვრის ბოლომდე ჯერ დიდი დროა და ვნახოთ რა მოხდება. ჩემი აზრით "რეალს" კარგი შემადგენლობა ჰყავს".
ესპანური პრესა წერდა, რომ მადრიდელები ზამთარში მაურო იკარდის დამატებას გეგმავდნენ, მაგრამ ზიდანმა ბენზემას ნდობა გამოუცხადა და არგენტინელის ტრანსფერი დაბლოკა.