პოჩეტინო: "ძალით გუნდში ვერავის დატოვებ"
ლონდონის „ტოტენჰემის“ არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ, ჰარი კეინის მომავლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელს გუნდში ძალით ვერ დატოვებს.
„კეინი პროფესიონალია. მას „ტოტენჰემი“ უყვარს, თუმცა ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას გუნდში დარჩენა სურდეს. იშვიათია ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მთელს კარიერას ერთ კლუბში ატარებენ. ფეხბურთელმა თავად უნდა აირჩიოს სურს, თუ არა დარჩენა. შენ ძალით გუნდში ვერავის დატოვებ“.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ჰარი კეინის სანაცვლოდ 200 მილიონის გადახდაზე თანახმა იყო, თუმცა „ტოტენჰემმა“ თანხა ჯერ 250 მილიონამდე გაზარდა, შემდეგ კი 300-მდე ავიდა.