ჩემი განადგურებისთვის ყველაფერი გააკეთეს - ჰალეპი ITIA-ს დაუპირისპირდა
Aa
Aa

ჩემი განადგურებისთვის ყველაფერი გააკეთეს - ჰალეპი ITIA-ს დაუპირისპირდა

ქალთა შორის მსოფლიოს მეორე ჩოგანი იგა შვიონტეკი დოპინგზე ჩავარდნის გამო ერთი თვით დასაჯეს, სიმონა ჰალეპი - 2022 წლის ოქტომბერში 4 წლით. 33 წლის ჰალეპი ამჟამად მსოფლიოს 883-ე ჩოგანია და აღშფოთებულია იმ გადაწყვეტილებით, რაც ITIA-მ შვიონტეკთან დაკავშირებით მიიღო. ჰალეპმა ამ თემაზე Instagram-ში პირად პროფილზე დაწერა.

„ვზივარ და ვცდილობ გავიგო, მაგრამ ამის გაგება ჩემთვის შეუძლებელია. რატომ არის ამგვარად დიდი განსხვავება დოპინგის საქმესთან და მიღებლ ვერდიქტთან დაკავშირებით.

არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის პოვნა, არ ვფიქრობ რომ ლოგიკური პასუხი არსებობდეს. ეს შეიძლება მხოლოდ ცუდი იყოს ITIA-სგან, იმ ორგანიზაციისგან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩემი განადგურებისთვის, მიუხედავად იმისა რომ დამამტკიცებელი საბუთი მქონდა’’.

გასულ ზაფხულში, 23 წლის პოლონელი იგა შვიონტეკი დოპინგზე ჩავარდა, სასჯელი 1-თვიანი იყო. რაც შეეხება გრანდ სლემის ორგზის გამარჯვებულს, 33 წლის რუმინელი სიმონა ჰალეპი გაცილებით მკაცრად დასაჯეს, 2022 წლის ოქტომბერში 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა შემდეგ სასჯელი შეუმცირეს და მიმდინარე წლის მაიამის ღია ჩემპიონატზე დაბრუნდა.

ITIA საერთაშორისო ჩოგბურთის გამაერთიანებელი სააგენტოა, რომელმაც ჰალეპთან და შვიონტეკთან დაკავშირებით განსხვავებული ვერდიქტი გამოიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი ცხოვრება ყოველდღიური ტანჯვაა“ - დელ პოტროს ემოციური ინტერვიუ
„ჩემი ცხოვრება ყოველდღიური ტანჯვაა“ - დელ პოტროს ემოციური ინტერვიუ