ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

„მთელი ღამე ვერ დავიძინე“ | როლან გაროსის ფინალში ზვერევი კობოლის ხვდება

„როლან გაროსის“ ფინალურ შეხვედრაში ალექსანდრ ზვერევი ფლავიო კობოლის დაუპირისპირდება. გერმანელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში იაკუბ მენშიკი დაამარცხა, ხოლო კობოლის მატეო არნალდისთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მან კორტზე გასვლა ვერ შეძლო.

„გუშინ საღამოს ყველაფერი ნორმალურად იყო და ვივარჯიშე, თუმცა ღამით მუცელმა შემაწუხა. მთელი ღამე გული მერეოდა. ვერ დავიძინე და დილის ექვს-შვიდ საათზე ექიმი მოვიყვანეთ. თავდაპირველად მეგონა, რომ რაღაც შევჭამე ან ვირუსი მქონდა.

ახლაც ვერაფერს ვჭამ. ყოველ ჯერზე, როდესაც საკვები მივიღე, საპირფარეშოს გამოყენება დამჭირდა. დღეს გავაანალიზე, რომ ვერც კი დავდიოდი და ნამდვილად ვერ ვითამაშებდი“, — განაცხადა არნალდიმ.

რაც შეეხება ზვერევისა და მენშიკის დაპირისპირებას, გერმანელმა ჩოგბურთელმა ოთხ სეტში იმარჯვა. ზვერევმა პირველი პარტია 7:5 მოიგო, მეორე სეტში კი 6:2 იმარჯვა. მესამე პარტიაში მენშიკი უკეთესი იყო და 6:3 მოიგო, თუმცა მატჩი ვერ შემოაბრუნა და ბოლო პარტია იმავე ანგარიშით დათმო — 5:7, 2:6, 6:3, 3:6.

ცნობისთვის, კობოლი და ზვერევი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრიან და გერმანელმა ჩოგბურთელმა სამჯერ იმარჯვა. ორჯერ მან თიხაზე მოიგო და ერთადერთი წაგებაც სწორედ ამ საფარზე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის გოლი, კვარაცხელიას პენალტი | საქართველომ ბაჰრეინი დაამარცხა
ლოჩოშვილის გოლი, კვარაცხელიას პენალტი | საქართველომ ბაჰრეინი დაამარცხა