ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, ლუკა ლოჩოშვილი, ირაკლი იეგოიანი, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ლოჩოშვილის გოლი, კვარაცხელიას პენალტი | საქართველომ ბაჰრეინი დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ივნისის მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. „ჯვაროსნები“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინს დაუპირისპირდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.

ბაჰრეინი გამოკვეთილ მეორე ნომრად თამაშობდა და პირველ ტაიმში მომენტების შექმნა გვიჭირდა. მე-12 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა მეტოქის კარისკენ თავით დაარტყა, მაგრამ ელ ღარაბლიმ ბურთი ხელებში დაიჭირა. მე-14 წუთზე ირაკლი იეგოიანმა არაზუსტად დაარტყა, მე-20 წუთზე კი საბა ხარებაშვილის დარტყმა მცველებმა დაბლოკეს.

34-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმა ელ ღარაბლიმ მოიგერია, ხოლო 39-ე წუთზე „კიტემ“ თავურით ბურთი კარის ბადეს გარედან მოარტყა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე კიტეიშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ ელ ღარაბლის მორიგი მარტივი სეივი ვიხილეთ და საწყისი 45 წუთი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ვილი სანიოლის გუნდმა მეორე ტაიმი ბრწყინვალედ დაიწყო და 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა. კიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ ლუკა ლოჩოშვილმა შესანიშნავად ითამაშა და ბაჰრეინის ნაკრების კარი აიღო — 1:0.

59-ე წუთზე გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ხვიჩა კვარაცხელია იყო, თუმცა მისი თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა.

77-ე წუთზე „ჯვაროსნების“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. გიორგი კვერნაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც კვარაცხელიამ გამოიყენა. ხვიჩამ 50-ე სანაკრებო შეხვედრაში 23-ე გოლი გაიტანა. რამდენიმე წამის შემდეგ „კვარამ“ კვერნაძეს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის დარტყმა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

დარჩენილ დროში ბუდუ ზივზივაძეს მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და „ჯვაროსნებმა“ 2:0 მოიგეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-ის განახლებული ფასები | იეგოიანის, კვერნაძისა და გიზის პროგრესი
Transfermarkt-ის განახლებული ფასები | იეგოიანის, კვერნაძისა და გიზის პროგრესი