ფოტო ლონდონის აეროპორტიდან - კოუტინიო უკვე ბარსელონასკენ გაემგზავრა
Aa
Aa

ფოტო ლონდონის აეროპორტიდან - კოუტინიო უკვე ბარსელონასკენ გაემგზავრა

როგორც რამდენიმე წუთის წინ გაუწყეთ, მოლაპარაკებები დასრულდა და კოუტინიო "ბარსელონაში" ითამაშებს.

პრაქტიკულად ყველა გავლენიანი ვებ გვერდი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი 142 მილიონი ფუნტის, ანუ 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსას" ფეხბურთელი გახდა.

ყველა წყარო წერს, რომ კოუტინიოს პრეზენტაცია "კამპ ნოუზე" ორშაბათს შედგება და არ არის გამორიცხული, 25 წლის ფეხბურთელმა ხვალ "ბარსელონა" "ლევანტეს" შეხვედრას თვალი ტრიბუნებიდან ადევნოს.

ახლახანს გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ კოუტინიო უკვე ლონდონის აეროპორტშია და ბარსელონაში გასაფრენად ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები