პიაცა სეზონის ბოლომდე
Aa
Aa

პიაცა სეზონის ბოლომდე "შალკეში" ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ახალგაზრდა შემტევი მარკო პიაცა სეზონის ბოლომდე გერმანული „შალკეს“ შემადგენლობაში ითამაშებს.

მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რომლის თანახმადაც „იუვე“ მის იჯარაში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

„შალკე“ შეკრებას ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გადის და პიაცა ხვალ სამედიცინო შემოწმების გასავლელად სწორედ იქ ჩავა.

ხორვატმა ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნაწილი ტრავმების გამო გააცდინა და „ხუმარების“ რიგებში სათამაშო პრაქტიკისთვის გადადის.

მარკო პიაცა 22 წლისაა და იგი „ბებერმა ქალბატონმა“ 2016 წელს შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები