ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლო სკირა
Aa
Aa

მომდევნო შეხვედრა ჩაინიშნა - სიახლეები კვარას კონტრაქტზე

უკვე რამდენიმე თვეა იტალიურ სპორტულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჟურნალისტები ირწმუნებოდნენ, რომ 23 წლის ქართველი ლეგიონერი „ნაპოლისთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ამ დრომდე არ მომხდარა. დღეს კი ცნობილმა იტალიელმა ინსაიდერმა, ნიკოლო სკირამ თემასთან დაკავშირებით სარწმუნო ინფორმაცია გაასაჯაროვა.

რას ამბობს სკირა

ზუსტად ვიცი, რომ ხვიჩა კვარცხელიას წარმომადგენლებსა და პარტენოპეის ხელმძღვანელებს შორის მომდევნო შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს არის ჩანიშნული, სადაც ბევრი რამ უნდა გადაწყდეს.

კვარა ყოველწლიური ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს ითხოვს და ის თავისი ბოლოიდროინდელი ასპარეზობის ხარჯზე, ანაზღაურების კორექტირებას ნამდვილად იმსახურებს. არ ვიცი რას იზამს აურელიო დე ლაურენტისი, თუმცა მგონია, რომ 5.5-მილიონიანი შეთავაზების გაკეთების შემთხვევაშიც, ხვიჩას შეინარჩუნებს.

სკირამ ასევე ისაუბრა „ნაპოლის“ კიდევ ერთ მოთამაშეზე, რომელთანაც თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება და ეს ალექს მერეტი, რადგან მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, ნეაპოლელების გეგმებში კი წამყვანი მეკარის გასხვისება არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სარი ზედმეტი დრიბლინგის გამო კვარას არ გააკრიტიკებდა“ | დი ლივიო ხვიჩაზე
„სარი ზედმეტი დრიბლინგის გამო კვარას არ გააკრიტიკებდა“ | დი ლივიო ხვიჩაზე