კაკაბაძის აღიარება | ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
პოლონეთის ჩემპიონატმა, ექსტრაკლასამ მეხუთე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. „კრაკოვიას“ ქართველ ფეხბურთელს, ოთარ კაკაბაძეს „ვიძევთან“ ნაჩვენები კარგი თამაში დაუფასდა და ტოპ 11-ში შეიყვანეს.
კაკაბაძე „კრაკოვიას“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისმა გუნდმა „ვიძევი“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და 30 წლის მცველმა საგოლე გადაცემა მიითვალა, Sofascore-მა კი მისი თამაში 7.5 ქულით შეაფასა.
Najlepsi z najlepszych! ???? pic.twitter.com/29AOpYE3EB
— PKO BP Ekstraklasa (@_Ekstraklasa_) August 18, 2025
ცნობისთვის, კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 შეხვედრაში ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. ქართველი ფეხბურთელის „კრაკოვიას“ 10 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს და „ვისლა პლოკს“ 3 ქულით ჩამორჩება.
გეტყვით იმასაც, რომ „კრაკოვია“ მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით, 16:45-ზე კაკაბაძის გუნდი „პიასტს“ დაუპირისპირდება.