კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სამი საათი და 20 წუთი | ალკარასმა სინერი ზედრამატულ თამაშში დაამარცხა

კარლოს ალკარასი ბეიჯინგში გამართული ATP-ის 500-იანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ესპანელი ჩოგბურთელი ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, იანიკ სინერს დაუპირისპირდა და ზედრამატულ ბრძოლაში იმარჯვა. მატჩი სამ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა და „კარლიტოსმა“  6:7(6), 6:4, 7:6(3) მოიგო.

ალკარასმა კარგად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა, თუმცა სინერმა ბოლომდე იბრძოლა და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. „კარლიტოსი“ სეტის მოგებასთან ახლოს იყო და ტაიბრეიკს 6:4-ს იგებდა, მაგრამ სინერმა ზედიზედ 4 გათამაშებაში იმარჯვა და პირველი პარტია დაისაკუთრა.

მეორე სეტში გადამწყვეტი მერვე გეიმი აღმოჩნდა. სინერს ალკარასის მოწოდებაზე ორი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა. ესპანელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს შეცდომა არ აპატია, მომდევნო გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტებში წონასწორობა აღადგინა - 1:1.

ალკარასმა მესამე პარტიაც გამოყენებული ბრეიკპოინტით დაიწყო, მაგრამ სინერმა ფსიქოლოგიური სიმტკიცე კიდევ ერთხელ გამოავლინა, მეტოქის ჩაწოდება აიღო და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. სინერი ტაიბრეიკზე 3:0-ს იგებდა, თუმცა, ალკარასმა ზედიზედ შვიდი გათამაშება მოიგო და ჩემპიონი გახდა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-16 ტიტული მოიპოვა, მიმდინარე სეზონში კი მე-4 თასს დაეუფლა. ალკარასმა სინერის 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ურთიერთშეხვედრებში 6:4-ს უგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვიცი რა დაემართა შონს, ალბათ ტრავმა ჰქონდა“ - კრივის ლეგენდა ომალი-დვალიშვილის ბრძოლაზე
„არ ვიცი რა დაემართა შონს, ალბათ ტრავმა ჰქონდა“ - კრივის ლეგენდა ომალი-დვალიშვილის ბრძოლაზე