„არ ვიცი რა დაემართა შონს, ალბათ ტრავმა ჰქონდა“ - კრივის ლეგენდა ომალი-დვალიშვილის ბრძოლაზე
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, როი ჯონსმა Overdogs-თან საუბრისას მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და ქართველი „მანქანას“ გამარჯვებისგან გამოწვეული გაკვირვება ვერ დამალა.
რა თქვა ჯონსმა:
„უბრალოდ არ ვიცი რა მოხდა, ამბობდნე, რომ „შუგას“ თეძოს ტრავმა ჰქონდა, ან რაიმე სხვა, მაგრამ ის ისეთი კარგი სტრაიკერია, რომ მჯეროდა, თუ დაარტყამდა, მერაბს დიდ პრობლემას შეუქმნიდა, რადგან ის ნამდვილად კარგი სტრაიკერია“.
„რა უნდა გამოასწოროს შონმა? ამ ბრძოლამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ის არც ისე დიდ ყურადღებას აქცევს მიწაზე მუშაობას. მაგრამ როდესაც ის აღმოსავლეთიდან წამოსულ ბიჭებს ებრძვის, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განვითარებული მიწაზე ბრძოლა. ყველა ამ ბიჭის კერპი ხაბიბ ნურმაგომედოვია. ისინი აქ ხაბიბის აზროვნებით და სტილით მოდიან. თუ რომელიმე ასეთ ბიჭს ებრძვი, აუცილებლად უნდა იყო მზად მიწაზე გადასასვლელად. ხომ გაქვთ ის ვიდეო ნანახი, ხაბიბის მამა მას დათვთან რომ აჭიდავებდა?“
ცნობისთვის, როი ჯონს უმცროსი WBA-ს ვერსიით ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ასევე, ამავე ორგანიზაციის ვერსიით ის 90-ანი წლების საუკეთესო მოკრივედაც დასახელდა. როი ჯონს უმცროსს 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს ჩატარდა და ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.