მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

რას აპირებს დამარცხების შემდეგ - ომალიმ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, რომელმაც ტიტული მერაბ დვალიშვილთან დათმო, სამომავლო გეგმებზე თავის პოდკასტში ილაპარაკა.

მისი ბრძოლაში გამოწვევა უკვე მოასწრო კორი სენდჰეგენმა, მაგრამ როგორც „შუგამ“ თქვა, მას ჯერ დასვენება სურს და გამოწვევის მიღებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

„სასიამოვნო იქნება სრულფასოვანი შესვენების აღება მომდევნო, დანიშნული ბრძოლის გარეშე. ალჯოსთან ბრძოლის შემდეგ, მე ეგრევე ვიცოდი, რომ შემდეგი ჩიტო იქნებოდა. ჩიტოს შემდეგ, მერაბთან ბრძოლა დამინიშნეს. ამ ბრძოლის შემდეგ კი არაფერი მაქვს დაგეგმილი. მე კარგად აღდგენა მჭირდება. ვაპირებ ტრავმები მოვიშუშო, დავისვენო და შემდეგ, აუჩქარებლად დავბრუნდე. სავარაუდოდ, 9-10 თვე არ ვიბრძოლებ, შესაძლოა, 1 წელიც კი“, - თქვა ომალიმ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.

მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალი მერაბს: ვერაფერი ისწავლე? UFC-ის ეს სურს! უმარს უნდა ეჩხუბო
ომალი მერაბს: ვერაფერი ისწავლე? UFC-ის ეს სურს! უმარს უნდა ეჩხუბო