ჯაკომელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
Aa
Aa

ჯაკომელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

იტალიის სასამართლომ, საერთაშორისო კატეგოორის მსაჯ პიერო ჯაკომელის საქმის გამოძიება დაიწყო.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წესდება, მსაჯებს სოციალურ ქსელში, ფეხბურთთან დაკავშირებული პოსტების გამოქვეყნებას უკრძალავს.

პრესამ ჯაკომელის „ფეისბუქის“ ანგარიში აღმოუჩინა, რომელიც ოდნავ განსხვავებული სახელითაა დარეგისტრირებული. აღნიშნულ პროფაილზე, ცნობილ მსაჯს ფრანჩესკო ტოტისთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

გარდა ამისა, ჯაკომელის მშობლიურ ქალაქში კაფე აქვს, რომლის „ფეისბუქზეც“, 2014 წელს „რომას“ მხარდამჭერი პოსტია გამოქვეყნებული. ეს პოსტი მოგვიანებით წაიშალა, თუმცა ე.წ. „სქრინები“ არსებობს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯაკომელიმ დაახლოებით 10 დღის წინ, „ლაციოსა“ და „ტორინოს“ შეხვედრა იმსაჯა და საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა.

მან „ლაციოს“ სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ეპიზოდიდან დაახლოებით 2 წუთში გუნდს თავისი ლიდერი ჩირო იმობილე გაუძევა.

პიერო ჯაკომელი 40 წლისაა და იტალიური პრესის ვარაუდით, მას ამ საქმიდან დაძვრენა, საკმაოდ გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები