ბოლო ცნობები რონალდუს ტრავმასთან დაკავშირებით
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანო რონალდუმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ, ფეხში დისკომფორტი იგრძნო და ამის შესახებ მედშტაბს აცნობა.
როგორც შემდეგში გახდა ცნობილი, კრიშტიანო "ელ კლასიკოს" გამოტოვების საფრთხე ემუქრება.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდუმ უკვე ბოლო ორი სავარჯიშო სესია გამოტოვა. კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა განცალკევებით ივარჯიშა.
თუ, რონალდუს სიატუაცია არც ხვალ შეიცვალა, ასეთ შემთხვევაში იმის შანსი, რომ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი "ბარსელონასთან" მატჩს გამოტოვებს, საკმაოდ დიდია.