მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„გამოცდილია და კარგი ნიკაპი აქვს, მაგრამ...“ - ომალიმ მერაბზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ TMZ-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა.

რა თქვა „შუგამ“ მერაბზე:

„ის რეიტინგში პირველია და 10-ბრძონიანი მოგებათა სერია აქვს. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც ვერ იჩხუბა ქამარზე, ან არ ყოფილა ჩემპიონი, მისი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგია“.

„ვიტყოდი, რომ სტილისტურად, მერაბისთვის კოშმარული მეტოქე ვარ. მაგრამ მასაც აქვს საშიში იარაღი, ეს მისი კარდიოა, არ იღლება და დარტყმებს კარგად უძლებს. მას რამდენჯერმე მოარტყეს, მაგრამ კარგი ნიკაპი აქვს. მას მარლონ მორაეშმა ძლიერად მოარტყა და ნოკდაუნში გაუშვა, თუმცა, შემდეგ პირიქით, მერაბმა დააფინიშა. საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია. 10-ბრძოლიანი მოგების სერია აქვს, რაც სახიფათოს ხდის“.

ჟურნალისტმა შონ ომალის ასევე ჰკითხა, თუ რა რჩევა შეუძლია მისცეს მერაბს მისმა უახლოესმა მეგობარმა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა, რაზეც „შუგამ“ ასე უპასუხა:

„გულწრფელად არ ვიცი, რა შეიძლება უთხრას ალჯომ მერაბს. მერაბი სწრაფი, ზუსტი და რთულად დასამარცხებელი მებრძოლია. ალჯოს ჩემთან წარმატება არ ჰქონია და მერაბისთვის უფრო უკეთესი იქნება, თუ გაჩუმდება. ნებისმიერ რამ, რაც შეიძლება თქვას, მერაბს უფრო აანერვიულებს. ვინ იცის, შესაძლოა ალჯოს იმედიც აქვს და ეს თუ ასე იქნება, მაშინ ჩემთვის უფრო უკეთესიცაა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, ლას ვეგასში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნგრევა, ფიასკო, სირცხვილი“ - ჩეხური მედია საქართველოსთან მატჩზე
“ნგრევა, ფიასკო, სირცხვილი“ - ჩეხური მედია საქართველოსთან მატჩზე