სალაჰისა და
Aa
Aa

სალაჰისა და "ლივერპულის" რეკორდული სვლა პრემიერლიგაში

პრემიერლიგის მე-18 ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "ბორნმუთს" 4-0 სძლია და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეაღწია.

თავისი მორიგი გოლი გაიტანა მუჰამედ სალაჰმა, რომელმაც "მერსისაიდელთა" შემადგენლობაში კლუბის რეკორდი გაიმეორა.

ეგვიპტელი ფეხბურთელი "ლივერპულის" ისტორიაში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ახალ წლამდე შუა სეზონში 20 გოლის გატანა შეძლო. ასეთი შედეგი პირველად ლეგენდარულმა იან რაშმა დააფიქსირა.

ასევე აღსანიშნავია, რომ "მერსისაიდელებმა" წელს პრემიერლიგაში ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგეს, რომლებშიც მინიმუმ 3 და მეტი გოლი გააქვთ, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

18 ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდი სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები