ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუ გოლთან ახლოს იყო - კარლსრუემ სტუმრად ფრედ ითამაშა

მე-2 ბუნდესლიგის მეორე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად „დიუსელდორფს“ დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყოფებოდა და მოედანზე 91 წუთი გაატარა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი ტაიმი უღიმღამო გამოდგა. გუნდებმა კარში ზუსტად თითოჯერ დაარტყეს. მასპინძლები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა განსაკუთრებული არაფერი.

მეორე ნახევარში „დიუსელდორფმა“ უპირატესობა გაზარდა, რაც სტატისტიკაშიც აისახა, თუმცა ტაბლოზე ამის ასახვას ვერ ახერხებდნენ.

მე-60 წუთზე თავისი მომენტი ბუდუსაც შეექმნა, რომელმაც ბრუნში ჭკვიანურად დაარტყა, გოლი გარდაუვალი იყო, თუმცა მცველმა დაუფარა და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

საბოლოოდ, ზივზივაძე 91-ე წუთზე შეცვალეს. რა თქმა უნდა, ამ მცირე დროშიც არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ლოგიკური ფრე ითამაშეს.

ამრიგად, 2 ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ 4 ქულა აქვს. ბუდუს და მის გუნდელებს საკმაოდ კარგი სტარტი გამოუვიდათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
აიღებს თუ არა 7 ნომერს - კვარაცხელიას დილემა
აიღებს თუ არა 7 ნომერს - კვარაცხელიას დილემა