სერხიო რამოსის მომავალი 5 აგვისტოს შემდეგ გაირკვევა
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას „აუდის“ თასის შემდეგ განაგრძობს. ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობას „ბაიერნი“, „მილანი“ და „ტოტენჰემი“ იღებენ, 5 აგვისტოს დასრულდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარები მზად არიან დათმობაზე წავიდნენ. ესპანეთის ნაკრების მცველი წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს, რაც კლუბისთვის მიუღებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამოსი შესაძლოა 9 მილიონსაც დათანხმდეს, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდა, სავარაუდოდ ფეხბურთელი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, რომელსაც „სამეფო გუნდის“ მცველის შეძენა უკვე დიდი ხანია რაც სურს.