რიბერის 3.5 მილიონს ედავებიან - მიუნხენში სასამართლო პროცესი ჩანიშნულია
Aa
Aa
13 დეკემბერი 2017  |  18:02

რიბერის 3.5 მილიონს ედავებიან - მიუნხენში სასამართლო პროცესი ჩანიშნულია

მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავ ფრანკ რიბერის, მისი ყოფილი აგენტი - ბრუნო ჰაიდერშელდი, 3.5 მილიონ ევროს ედავება და ამის შესახებ სასამართლოში სარჩელი 2007 წელს შეიტანა.

ამ დროიდან მოყოლებული სასამართლო მოსმენები მიმდინარეობს, თუმცა დღემდე უშედეგოდ.

როგორც აგენტი ამბობს, მას რიბერის „მარსელიდან“ „ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ, სატრანსფერო თანხის 10% უნდა მიეღო ანუ 2.5 მილიონი ევრო.

დამატებით 1 მილიონ ევროს, ჰაიდერშილდი მორალური კომპენსაციის სანაცვლოდ ითხოვს.

მიუნხენის სასამართლოში, ამ საქმის განხილვის მორიგი პროცესი 16 იანვარსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები