ნესტამ შესაძლოა
Aa
Aa

ნესტამ შესაძლოა "კროტონე" ჩაიბაროს

იტალიური "კროტონეს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად, ალესანდრო ნესტა განიხილება.

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ამერიკული "მაიამის" თავკაცის პოსტი, ახლახანს დატოვა და ახალი სამსახურის ძიებაშია.

რაც შეეხება "კროტონეს", ის უმწვრთნელოდ, დავიდე ნიკოლას წასვლის შემდეგ გახდა, რომელმაც პოსტი, თანამდებობა, პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

იტალიური პრესა წერს, რომ "კროტონე"-"უდინეზეს" გასული ტურის მატჩის შესვენებისას, კროტონელთა გასახდელში ინციდენტი მოხდა.

საქმე ისაა, რომ გასახდელში კლუბის პრეზიდენტი ჩავიდა და ფეხბურთელებს მითითებებს აქტიურად აძლევდა, რაც ნიკოლას არ მოეწონა და კონფლიქტი მოხდა.

"კროტონეს" გაწვრთნის სხვა ვარინტებად, ჯანი დე ბიაზი, სტეფანო კოლანტუანო, ლეგენდარული ვალტერ ძენგა და დომენიკო დი კარლო სახელდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები