ბაუმგარტნერის და არნაუტოვიჩის გოლები - ავსტრიამ პოლონეთი დაამარცხა
ევრო 2024-ის D ჯგუფის მეორე ტურში პოლონეთი ავსტრიასთან 1:3 დამარცხდა.
ანგარიში ავსტრიელებმა გერნოტ ტრაუნერის გოლით გახსნეს, საგოლე პასი ფილიპ მვენეს ანგარიშზეა. 30-ე წუთზე პიონტეკმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში პოლონელებს ბაუმგარტნერმა (66) და არნაუტოვიჩმა (78, პენ) შეუგდეს.
პოლონეთმა ორივე მატჩი დათმო, პირველ ტურში ნიდერლანდებთან დამარცხდა, 0 ქულით აუტსაიდერია, ავსტრიამ კი სამი ქულა მოიპოვა და საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვედრისთვის იბრძოლებს.
ამ ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში საფრანგეთი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება (21 ივნისი, 20:00). მესამე ტურში ნიდერლანდები ავსტრიას შეხვდება (25 ივნისი, 20:00), საფრანგეთი - პოლონეთს (25 ივნისი, 20:00).