თურქეთი VS საქართველო | საინტერესო სტატისტიკა პირველი მატჩიდან
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა თურქეთთან გამართა. „ჯვაროსნები“ 1:3 დამარცხდნენ და ამ სტატიაში, გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკასა და ფაქტებს, რომლებიც პირველ მატჩში დაფიქსირდა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა და ყველაზე მეტი დარტყმა (36) და კარში დარტყმა (13) საქართველოსა და თურქეთის შეხვედრაში დაფიქსირდა.
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, არდა გიულერი მე-5 ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა. გიულერმა საქართველოს ნაკრების კარი 19 წლისა და 114 დღის ასაკში აიღო.
თურქეთმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით პირველად დაიწყო. აქამდე, „თეთრ-წითლებს“ 5 პირველი მატჩიდან ყველა წაგებული ჰქონდათ.
გიორგი მიქაუტაძემ ისტორია დაწერა და პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა. საქართველოს ნაკრებში, ბოლო 16 სტარტში, მიქაუტაძემ 10 ბურთი შეაგდო.
Sofascore-ის მიხედვით, პირველ ტურში ყველაზე მეტი დიდი შანსი საქართველომ, თურქეთმა და იტალიამ შექმნეს (5).
Sofascore-ის მიხედვით, პირველ ტურში ყველაზე მეტი დარტყმა (22) და xG (მოსალოდნელი გოლების ინდექსი, 2.70) თურქეთს ჰქონდა.
Sofascore-ის მიხედვით, პირველ ტურში, ყველაზე მეტი დარტყმა საქართველომ და ჩეხეთმა დაბლოკეს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს გამართავს და თბილისის დროით, 17:00-ზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.