ფრანკო მასტანტუონო
Aa
Aa

პსჟ-ს აჯობეს - რეალი 17 წლის არგენტინელ ტალანტს იფორმებს

17 წლის არგენტინელმა ტალანტმა ფრანკო მასტანტუონომ მადრიდის „რეალთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ფაბრიციო რომანო წერს, რომ „სამეფო კლუბი“ ფეხბურთელს 2031 წლამდე გაიფორმებს.

TyC Sports-ის ცნობით, „რივერ პლეიტის“ შემტევი ნახევარმცველის „რეალში“ ტრანსფერი არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირი იქნება. მადრიდელები მასტანტუონოს სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ESPN წერს, რომ ფეხბურთელი უკვე მადრიდში სახლისთვის ადგილსაც არჩევს.

როგორც მოგეხსენებათ, მასტანტუონო პსჟ-ში გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, როცა საქმეში „რეალი“ ჩაერთო.

მასტანტუონოს დღეს არგენტინის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. 17 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილეს წინააღმდეგ (1:0) ითამაშა.

რაც შეეხება მის სათამაშო პროფილს, მასტანტუონო ცაცია გახლავთ. შეტევაში მარჯვენა გარემარბის, გამთამაშებლისა და მეორე ფორვარდის პოზიციების მორგებაც შეუძლია. როგორც გამოიყენებენ მას მადრიდში, ამას უკვე ჩაბი ალონსო გადაწყვეტს. არგენტინელი „ლოს ბლანკოსს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

„რივერ პლეიტის“ რიგებში მასტანტუონომ 61 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 გოლიანი თრილერი - ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ფინალშია
9 გოლიანი თრილერი - ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ფინალშია