საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ქაბაბი ხაჭაპურზე უკეთესია“ | თურქი ჟურნალისტები გამარჯვების შემდეგ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის F ჯგუფში პირველი შეხვედრა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, თურქული პრესის წარმომადგენლებმა თავიანთი ეროვნული გუნდის გამოსვლა შეაფასეს და „ჯვაროსნებს“ ევრო 2024-ის ყველაზე სუსტი ნაკრები უწოდეს.

სერგენ იალჩინი (თურქი კომენტატორი): „75-ე წუთზე, 5-კაციან დაცვით სქემას არ უნდა დაუბრუნდე. ეს არასდროს უნდა ხდებოდეს. მატჩი 2:2 რომ დასრულებულიყო, რას ვიტყოდით? საქართველოს ამდენი შეტევა არ უნდა მისცე და ბოლო 15 წუთი ნამდვილი ტანჯვა იყო, რის საჭიროებაც საერთოდ არ არსებობდა. საქართველო ტურნირის ყველაზე სუსტი გუნდია და დარჩენილ ორ შეხვედრაში გოლს ვერ გაიტანს, ჩვენ კი ამ თამაშით მხოლოდ მათ მოვუგებთ“.

რეჰა ქაფშალი (Fotomac-ის ჟურნალისტი): „მეორე ტაიმში, მონტელამ სწორი გზა იპოვა. მართალია, პრობლემები გვქონდა, მაგრამ გავიმარჯვეთ და მთავარი ესაა. არდა გიულერმა ქუდიდან კურდღელი ამოიყვანა და საოცარი გოლი გაიტანა, თუმცა, მონტელამ მუშაობა უნდა გააგრძელოს და კორექტივები შეიტანოს. არ უნდა მოვტყუვდეთ, რადგან საქართველო ევრო 2024-ის ყველაზე ცუდი გუნდია“.

მუსტაფა საპმაზი (Akşam-ის ჟურნალისტი): „ბურთთან ერთად, კომფორტულად ვმოქმედებდით და არც მაშინ გვქონდა პრობლემები, როცა მეტოქე შეტევის წამოწყებას ცდილობდა. ჭკვიანურად ვითამაშეთ და ჩვენმა ბიჭებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ალბანელებმა იტალიელების თვალწინ სპაგეტი გადატეხეს. კერძების ბრძოლაში, რომელიც ტურნირის პირველი დღიდან დაიწყო, ვაჩვენეთ, რომ ქაბაბი ხაჭაპურს ჯობია“.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს გამართავს და თბილისის დროით, 17:00-ზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ხარისხიანი გუნდია“ | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე
„საქართველო ხარისხიანი გუნდია“ | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე