ივან ჰაშეკი
Aa
Aa

„საქართველო ხარისხიანი გუნდია“ | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველ ტურში, პორტუგალიის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა. „სელესაო“ აგებდა, მაგრამ სამი ქულა აიღო და 2:1 იმარჯვა. მატჩის შემდეგ, ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ივან ჰაშეკს საქართველოსა და თურქეთის შეხვედრაზე და მომდევნო მეტოქეზე ჰკითხეს.

„თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის ნაწილს ვუყურე. შეხვედრის სცენარი რამდენჯერმე შეიცვალა და თამაში მაღალ ტემპში წარიმართა. ტრიბუნებზე გვყავდა ადამიანები, რომლებიც ორივე ნაკრებს დააკვირდნენ და უახლოეს მომავალში, მათ ანალიზს მოვახდენთ.

საქართველო ხარისხიანი გუნდია და რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტი ჰყავს. მათთან მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ჩვენს შემადგენლობაში ცვლილებები იქნება და უკვე ვიცით, ამ ორთაბრძოლას როგორ შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მხრიდან თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, თურქეთის მაისურით კი გოლები მერთ მიულდურმა, არდა გიულერმა და კერემ აკტურკოღლუმ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ფრეს ვიმსახურებდით“ - ქოჩორაშვილის, დვალის და ლოჩოშვილის კომენტარები
“ფრეს ვიმსახურებდით“ - ქოჩორაშვილის, დვალის და ლოჩოშვილის კომენტარები