ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

შენში ამდენს მაინც არავინ გადაიხდის - ნაპოლი ოსიმენს დარჩენას სთავაზობს

ვიქტორ ოსიმენის რთული სატრანსფერო ვითარების შესახებ იტალიური პრესა აქამდეც წერდა. ნიგერიელ ფორვარდს ახალი გუნდის მოძებნა უჭირს, რადგან მისი გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც არავის უნდა.

იტალიელი საფეხბურთო აგენტი ვინჩენცო მორაბიტო ამბობს, რომ „ნაპოლი“ ოსიმენს გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენას სთავაზობს, რადგან მისი ამ ფასად ყიდვა არავის უნდა.

„როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის არც ერთ ევროპულ გრანდს არ სურს, რომ ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ მოვლენების მიხედვით, ნიგერიელს შესაძლოა კარიერის გაგრძელება სუადის არაბეთში მოუწიოს.

ევროპული კლუბები მის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად, მაგრამ არა 130-ის. ჩემი აზრით, აურელიო დე ლაურენტისი ამ ფასად ოსიმენს არ დათმობს. მე პირადად, ოსიმენის ადგილას არსად წავიდოდი, რადგან ანტონიო კონტეს ხელში მას პროგრესი ექნება“.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის მიმართ ინტერესი „ჩელსისა“ და პსჟ-ს ჰქონდათ, თუმცა მის სანაცვლოდ არა 130 მილიონის, არამედ 100 მილიონის გადახდაც არავის სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის პროკურატურამ ანჩელოტის 5 წლით დაკავება მოითხოვა
ესპანეთის პროკურატურამ ანჩელოტის 5 წლით დაკავება მოითხოვა