პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„წასვლასთან უფრო ახლოს ვარ“ - გუარდიოლას პასუხი მომავალზე

„მანჩესტერ სიტიში“ მუშაობის 8-წლიან პერიოდში პეპ გუარდიოლამ ეს გუნდი სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანა, რის გამოც ცოტა ხნის წინ მას კლუბის ხელმძღვანელებმა არც მეტი არც ნაკლები ახალი, 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივია მისი ხელფასი საგრძნობლად გაიზრდებოდა. თავად პეპი ჯერჯერობით პასუხის გაცემას არ ჩქარობს და როდესაც ბოლოს სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს, მისგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ მიიღეს.

რა თქვა გუარდიოლამ

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ახლა წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან. მშვიდად ყოფნის საშუალებას მხოლოდ ის მაძლევს, რომ „სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე მაკავშირებს და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბოლომდე ვაპირებ. აი, ამის მერე რა მოხდება, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ სეზონის მიმდინარეობისას, კლუბის ხელმძღვანელებთან კიდევ ერთხელ ვისაუბრებ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ გამოვაცხადებ.

გუარდილლა „ქალაქელებს“ სათავეში 2016 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით გამართული 472 მატჩიდან მანჩესტერელებმა 343 მოიგეს, 66 ფრედ დაასრულეს და 63 წააგეს, ბურთების შეფარდება ასეთია - 1164-390-ზე. 53 წლის კატალონიელის მწვრთნელობის პერიოდში „მანჩესტერ სიტიმ“ 6-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, 4-ჯერ ლიგის თასი, 2-ჯერ კომუნითი შილდსი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუნი: პეპი იზამს იმავეს, რაც სერ ალექსმა აბერდინში შეძლო? მისი მიღწევები წარმოუდგენელია
რუნი: პეპი იზამს იმავეს, რაც სერ ალექსმა აბერდინში შეძლო? მისი მიღწევები წარმოუდგენელია