მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბი არაა ყველაზე რთული მეტოქე, ვინც მყოლია“ | რას ამბობს შონ ომალი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგამ“ ინტერვიუ MMA Fighting-ს მისცა, „მანქანას“ სახიფათო მეტოქე უწოდა და განაცხადა, რომ მასთან ჩხუბისთვის დიდი ხანია ემზადება.

„UFC-მ მითხრა, რომ ჩემი მომდევნო ბრძოლის თარიღი თვის ბოლოს გახდება ცნობილი. მინდა, ლას-ვეგასში მდებარე სფეროში ვიჩხუბო და მირჩევნია, სექტემბერში გაიმართოს ჩემი ბრძოლა, ვიდრე დეკემბერში, მაგრამ ყველანაირი ვარიანტისთვის მზად ვარ.

დავიწყე თუ არა მერაბთან ბრძოლისთვის ვარჯიში? სპეციალურად დვალიშვილთან ჩხუბისთვის მზადება მას შემდეგ დავიწყე, რაც ჩიტო ვერა დავამარცხე. თავდაუზოგავად ვმუშაობ და ყველაფრისთვის მზად ვარ. როგორც კი თარიღი გახდება ცნობილი, მოსამზადებელ კემპს დავიწყებ.

არის თუ არა მერაბი ყველაზე რთული მეტოქე ჩემთვის? დვალიშვილი ერთ-ერთი ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა. ვფიქრობ, სუპერ მსუბუქ წონაში ჩემი ყველაზე რთული მეტოქე ალჯამეინ სტერლინგი იყო, მაგრამ მერაბიც ახლოსაა. დვალიშვილი ძალიან სახიფათოა. მაგარი კარდიო აქვს და მისი დაფინიშება ძნელია, რაც სახიფათო კომბინაციაა. ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალის ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ სურს ჩხუბი და აღნიშნულ არენაზე UFC-ს ორი ღონისძიება აქვს ჩანიშნული. ერთი სექტემბერში, მეორე - დეკემბერში და ომალი ორივე ვარიანტისთვის მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ | კვარაცხელიასა და მიქაუტაძის კომენტარები
„ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ | კვარაცხელიასა და მიქაუტაძის კომენტარები