მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„დავანოკაუტებ ან ნაწილებად დავშლი“ | ომალი ამბობს, რომ მერაბი მასთან უშანსოდაა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ სამომავლო გეგმები გაგვიზიარა. „შუგამ“ განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე, 100 პროცენტით მერაბ დვალიშვილი იქნება და დარწმუნებულია, რომ „მანქანას“ მასთან შანსი არ აქვს.

„აქტიურად ვცდილობდი, რომ ჩემი მომდევნო ბრძოლა ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ გამართულიყო და დენა უაითმა და ჰანტერ კემპბელმა მითხრეს, რომ ჩემი ჩხუბის თარიღი თვის ბოლოსთვის გახდებოდა ცნობილი. ლას-ვეგასში მინდა ბრძოლა და მომდევნო ორი ღონისძიებიდან, რომლებიც ლას-ვეგასში გაიმართება, ერთი სექტემბერშია ჩანიშნული, მეორე - დეკემბერში. ორივე ვარიანტისთვის მზად ვიქნები და ვნახოთ, რა მოხდება.

ვინ იქნება ჩემი მეტოქე? მერაბი 100 პროცენტით. როგორ წარიმართება ჩვენი ჩხუბი? ან ბრძოლის დასაწყისში დავანოკაუტებ ან ბრძოლის ბოლოს დავანოკაუტებ ან ბრძოლის შუა ნაწილში დავანოკაუტებ ან 5 რაუნდის განმავლობაში ნაწილებად დავშლი. ვფიქრობ, ჩემგან მორიგ დომინანტურ გამოსვლას იხილავთ.

მერაბი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ოქტაგონს მიღმა სასაცილო ტიპი იყოს, რადგან ოქტაგონზე იმდენად მოსაწყენია, მისი ჩხუბების ყურება არავის უნდა. შეუძლია, სასაცილო ტიპის იმიჯი შეიქმნას და მგონია, ეს ბრძოლისადმი ინტერესს გაზრდის“.

შეგახსენებთ, რომ ომალის კარიერაში ერთი მარცხი აქვს და მარლონ „ჩიტო“ ვერასთან წააგო, რომელთანაც 2024 წლის მარტში რევანში აიღო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლო მეგობართან მეც არ ვიჩხუბებდი“ | შონ ომალი მერაბის პოზიციას იზიარებს
„ახლო მეგობართან მეც არ ვიჩხუბებდი“ | შონ ომალი მერაბის პოზიციას იზიარებს