მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„ახლო მეგობართან მეც არ ვიჩხუბებდი“ | შონ ომალი მერაბის პოზიციას იზიარებს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგას“ „მანქანის“ გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, დვალიშვილმა ახლო მეგობართან და მაშინდელ ჩემპიონთან, ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლაზე უარი თქვა. ომალიმ განაცხადა, რომ ისიც მერაბის მსგავსად მოიქცეოდა და მეგობართან არ იჩხუბებდა.

„თანაგუნდელთან მეც არ ვიჩხუბებდი, თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგ და ახლო მეგობრობაზეა საუბარი. თუ ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ახლო მეგობრობა არ გაკავშირებთ, შეიძლება, ბრძოლას დათანხმდე. მერაბი და ალჯო საუკეთესო მეგობრები არიან, რის გამოც, მათთვის ჩხუბს აზრი არ ჰქონდა. MMA-ის მებრძოლის კარიერაში საკმარისად დიდი ფული ვიშოვე და მირჩევნია, ვიღაცას ნაკლები თანხის სანაცვლოდ ვეჩხუბო, ვიდრე ჩემს კარგ მეგობართან ბრძოლით დიდი ჰონორარი მივიღო“.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგთან ჩხუბზე უარის თქმის გამო, დვალიშვილი UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მიზანია, გაარკვიოს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვინაა და ვინმესთან ჩხუბზე უარის თქმა ამას ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, ომალისა და დვალიშვილის ბრძოლა 14 სექტემბერს, UFC 306-ზე უნდა გაიმართოს, თუმცა, UFC-ს ამ თემაზე კონკრეტული არაფერი უთქვამს. იმედი ვიქონიოთ, რომ ოფიციალური განცხადება მალე გავრცელდება და „მანქანა“ ოქტაგონზე დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაშვება საშინელი შეცდომა იყო“ | ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძესა და აიაქსზე
„მისი გაშვება საშინელი შეცდომა იყო“ | ცნობილი ჟურნალისტი მიქაუტაძესა და აიაქსზე