Aa
Aa

"იუვენტუსმა" "ნაპოლის" დამარცხების შემდეგ რეკორდი დაამყარა!

ტურინის "იუვენტუსმა" სერია A-ს მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლის" სტუმრად 1-0 სძლია და მორიგი რეკორდი დაამყარა.

"ბებერმა ქალბატონმა" იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 44 შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სიმბოლურია, რომ "იუვემ" ეს შედეგი "სან პაოლოზე" ნეაპოლში დააფიქსირა და ეს გონსალო იგუაინის გოლით შეძლო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდის სარეკორდო სერია სათავეს 2016 წლიდან იღებს.

აქვე გეტყვით, რომ "იუვენტუსმა" გოლის გატანა ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში "მილანთან" (0-1) შეხვედრაში ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები