Euro 2024 - მიხეილ მესხის სტადიონზე სპეციალური მონიტორები დამონტაჟდება
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების თამაშების ხილვა გულშემატკივრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან შეეძლებათ.
კომპანია „კრისტალბეთის“ ორგანიზებით და თბილისის მერიის ხელშეწყობით, სტადიონზე, მინდვრის ყველა კუთხეში სპეციალური მონიტორი დამონტაჟდება და ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშის პირდაპირ ეთერში ყურება გულშემატკირებს უფასოდ შეეძლებათ.
ამასთან, სტადიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყობა, თამაშების მიმდინარეობისას კი სპეციალური პრიზები გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთის (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან.