ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

ჩალჰანოღლუ, გიულერი, ტოსუნი და სხვები | თურქეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

ევროპის 2024-ის წლის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე თურქეთი გახლავთ. რამდენიმე წუთის წინ, ვინჩენცო მონტელამ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და ამხანაგური მატჩების შემდეგ, მათგან 26 საუკეთესოს შეარჩევს.

მეკარეები: ალთაი ბაიინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), დოღან ალემდარი (ტრუა), მერთ გიუნოკი (ბეშიქთაში), უღურჯან ჩაქირი (ტრაბზონსპორი).

მცველები: მერთ მიულდიური (ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდიულკერიმ ბარდაკჯი (გალათასარაი), აჰმეთჯან კაპლანი (აიაქსი), ჩაგლარ სოიუნჯუ (ფენერბაჰჩე), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი), სამეთ აკაიდინი (პანათინაიკოსი), ჯენკ ოზკაჯარი (ვალენსია), ფერდი კადიოღლუ (ფენერბაჰჩე).

ნახევერმცველები: ბერათ იოზდემირი (ტრაბზონსპორი), ჯან უზუნი (ნიურნბერგი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკშეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკუშლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კოკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზჯანი (დორტმუნდი).

თავდამსხმელები: აბდულკადირ იომური (ჰალ სიტი), ირფან ჯან კაჰვეჯი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგიუნი (ლესტერი), კენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აკთურქოღლუ (გალათასარაი), ოგუზ აიდინი (ალანიასპორი), არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ალპერ ილმაზი (გალათასარაი), ბერთიუღ ილდიმირი (რენი), ჯენკ ტოსუნი (ბეშიქთაში), ენეს იუნალი (ბორნმუთი), სემიჰ კილიჩშოი (ბეშიქთაში), იუსუფ იაზიჩი (ლილი).

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება. „ჯვაროსნები“ თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონაკო ოფიციალურ წინადადებას ამზადებს | მიქაუტაძეს ესპანური ვარიანტიც გამოუჩნდა
მონაკო ოფიციალურ წინადადებას ამზადებს | მიქაუტაძეს ესპანური ვარიანტიც გამოუჩნდა