გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მონაკო ოფიციალურ წინადადებას ამზადებს | მიქაუტაძეს ესპანური ვარიანტიც გამოუჩნდა

გიორგი მიქაუტაძემ, ვინც „აიაქსის“ საკუთრებაა და „მეცშია“ განათხოვრებული, ლიგა 1-ის სეზონის მეორე ნახევარი ფენომენალურად ჩაატარა. ქართველმა თავდამსხმელმა 11 გოლი გაიტანა და ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია.

„მონაკოს“ ინტერესზე რამდენიმე დღის წინაც დავწერეთ და ფრანგული გამოცემა, Le10sport-ი იუწყება, რომ მონეგასკები კონკრეტულ ნაბიჯს მალე გადადგამენ. „მონაკო“ ოფიციალურ წინადადებას ამზადებს და პირველი იქნება, რომელიც „აიაქსს“ შეთავაზებას გაუკეთებს. ფრანგები გიორგის ვისამ ბენ იედერის შემცვლელად მოიაზრებენ.

„მონაკოს“ გარდა, მიქაუტაძე „ლილის“, „რენისა“ და „ლიონის“ რადარებზე იმყოფება, ახლახან კი იგი ლა ლიგის წარმომადგენელს დაუკავშირეს. ესპანელი ჟურნალისტის, ფერნანდო სერანოს ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელის გარშემო მიმდინარე მოვლენებს „სევილია“ აკვირდება, მაგრამ ანდალუსიელთა მხრიდან შეთავაზებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

შეგახენებთ, რომ მიქაუტაძის „მეცმა“ ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეიაუტში იბრძოლებს. მისი მეტოქე „სენტ ეტიენი“ ან „როდეზი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი ბუნდესლიგიდან - შესაძლოა, კიტეიშვილმა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს
ინტერესი ბუნდესლიგიდან - შესაძლოა, კიტეიშვილმა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს