საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

4:1 უნგრეთთან - საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

აბუ-დაბიში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს შეჯიბრი შერეულ გუნდურ ჩათვლაში იმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

ვინაიდან, ჩვენი გუნდი განთესილი იყო, ასპარეზობა პირდაპირ 1/4 ფინალიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე უნგრეთის ნაკრები იყო, რომელმაც პირველ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა უნგრეთი დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა. ბრძოლები ლუკა ბაბუციძემ, გურამ თუშიშვილმა, ნინო ლოლაძემ და გიორგი ჩიხელიძემ მოიგეს, ერთადერთი მარცხი კი სოფიო სომხიშვილმა იწვნია.

პირველ შეხვედრაში ლუკა ბაბუციძემ პეტერ საფრანი იპონით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილმა კრისტიან ტოთს სუფთა გდებით მოუგო.

ნინო ლოლაძემ რეკა პუპს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი გაფრთხილებები მიაღებინა და ჩვენს გუნდს მესამე ქულა მოუტანა.

გიორგი ჩიხელიძემ ბენს პონგრაჩს იპონით მოუგო, რაც გამარჯვების ქულა გამოდგა.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომლებმაც მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებს ანგარიშით 4:1 აჯობეს.

მსგავსი სიახლეები