მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მონაკო ფავორიტია, კონტაქტი უკვე შედგა“ - ფრანგული პრესა მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგა გრძელდება. ამ მომენტისთვის ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესს რამდენიმე სოლიდური კლუბი იჩენს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არ არის.

ფრანგულმა foot01-მა დღეს მიქაუტაძის კარიერის მომავლის შესახებ დაწერა.

„თუ, მეცი საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდება, გიორგი მიქაუტაძე აიაქსში დაბრუნდება, რომელიც გადაწყვეტს დაიტოვებს თუ არა ქართველ ფორვარდს. მიქაუტაძეს მსურველები საკმაოდ ჰყავს, მათ შორის ყველაზე მეტად მონაკო აქტიურობს, რომელიც მას ვისამ ბენ იედერის შემცვლელად განიხილავს. მონეგასკები ქართველით დაინტერესებულ მარსელსა და ლიონს ერთი ნაბიჯით უსწრებენ.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. მონაკო მიქაუტაძის წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე იყო კონტაქტი მარსელის მხრიდანაც, მაგრამ ამ მომენტისთვის კონკრეტული წინადადება არ არსებობს. ჯერჯერობით თავად მიქაუტაძემაც არ იცის, რას იზამს მომავალში.

აქედან გამომდინარე მარსელსა და ლიონს ჯერ შანსი არ დაუკარგავთ, თუმცა მონაკო მაინც ფავორიტია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. მათ მიქაუტაძის ტრანსფერი დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კლუბს ამის ფინანსური რესურსები აქვს“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

ქართველი ფორვარდი „აიაქსის“ საკუთრებაა. ამსტერდამელებმა ის 16 მილიონ ევროდ შეიძინეს და როგორც ცნობილია, მის გაყიდვას გეგმავენ.

მიქაუტაძემ ლიგა 1-ის უკვე დასრულებულ სეზონში 20 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჰქონდა. „მეცი“ 30 მაისსა და 2 ივნისს პლეი-ოფის მატჩებს გამართავს. მათი მომავალი მეტოქე „სენტ ეტიენი“ ან „როდეზი“ იქნება.

„მეცს“, რომ ეს შანსი აქვს, თავიდან ბოლომდე მიქაუტაძის დამსახურებაა, რასაც ფრანგული პრესაც აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული