ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ტესტონი: გუნდში თამაშის სურვილი მხოლოდ კვარაცხელიას აქვს

DAZN-ის ჟურნალისტმა ედოარდო ტესტონიმ, „ფიორენტინა“ „ნაპოლის“ მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეაპოლელთა მხრიდან თამაშის სურვილი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ეტყობოდა.

„წინა ტურში ნაპოლის ფეხბურთელების მხრიდან ბოლონიასთან მარცხის შემდეგ, მინიმალური რეაგირება ვნახეთ. კვარა? ფიორენტინასთან შეხვედრაში ის საუკეთესო იყო და მონდომება მხოლოდ მას ეტყობოდა. ამ ყველაფერთან ერთად, როცა ის ბურთს ეხება რაღაც სახიფათო ხდება. მას ლიდერის მოძრაობები აქვს. მომავალი სეზონიდან გუნდის შენება მის ირგვლივ უნდა დავიწყოთ.

გუნდს არითმეტიკულად კონფერენს ლიგაზე თამაშის შანსი აქვს და ნაპოლი ევროზონაში მოხვედრის 14-წლიანი სერია უნდა დაიცვას. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ წარმატებით იასპარეზეს ამ ტურნირებზე რომამ და ფიორენტინამ. რატომ არ უნდა სცადოს ნაპოლიმ?

დოვბიკი ოსიმენის შემცვლელად? რთული გასაგებია რამდენად არის ის ამ მისიის შესასრულებლად. ნაპოლიში რომ ვიყო, უფრო ფრთხილი და დაცული პროფილით წავიდოდი“.

- განაცხადა ტესტონიმ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯუღელსა და აურელიო დე ლაურენტისს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ნიკოლო შირას ცნობით, კვარაცხელიას წასვლა სურს, რადგან კლუბის მხრიდან უპატივცემულობას გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას სანაცვლოდ 40 მილიონს იხდიან | The Times-ი ნიუკასლის გეგმებზე წერს
მამარდას სანაცვლოდ 40 მილიონს იხდიან | The Times-ი ნიუკასლის გეგმებზე წერს