ხვიჩა კვარაცხელია, მარკო ბუჩიანტინი
Aa
Aa

„კვარას უფრო მნიშვნელოვანი სეზონი ჰქონდა, ვიდრე შარშან...“

ხვიჩა კვარაცხელიას თემა იტალიაში აქტუალობას არ კარგავს. ქართველის შესახებ ყველა ექსპერტი და ჟურნალისტი საუბრობს, ვისაც ამის სურვილი და კომპეტენცია აქვს.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი მარკო ბუჩიანტინი მიმდინარე სეზონში კვარას თამაშს დადებითად აფასებს.

„კვარაცხელიას ალბათ უფრო მნიშვნელოვანი სეზონი ჰქონდა, ვიდრე შარშან. გასულ სეზონში უცხოპლანეტელი ჩამოვიდა და ჩემპიონატი გაანადგურა, მათ არ ესმოდათ როგორ უნდა შეეჩერებინათ ის. შემდეგ იყო მეორე წრე და ჩავარდნა.

წლევანდელ სეზონში მას იგივე დონის თამაში ჰქონდა, თუმცა ამჯერად ნაპოლი იყო სხვა გუნდი. ხვიჩას სეზონის სტარტზე ფიზიკური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ მისთვის ეს სეზონი მნიშვნელოვანია, რადგან მისი თამაში და სტილი უკვე ჩამოყალიბებულია, კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებული მოვლენები მასზე არ მოქმედებს, თუმცა ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“.

აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და დე ლაურენტისს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ნიკოლო შირას ინფორმაციით, ხვიჩას გუნდის დატოვება სურს, რადგან კლუბისგან უპატივცემულობას გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნახევარ სეზონში ნახევარზე მეტს გაუტანა - მიქაუტაძის შთამბეჭდავი სტატისტიკა
ნახევარ სეზონში ნახევარზე მეტს გაუტანა - მიქაუტაძის შთამბეჭდავი სტატისტიკა