იტალიაში სეზონის საუკეთესოები გამოარჩიეს
Aa
Aa

იტალიაში სეზონის საუკეთესოები გამოარჩიეს

იტალიაში, 2016-17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დაჯილდოვება - The Gran Gala del Calcio გაიმართა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, ჯანლუიჯი ბუფონმა დაიმსახურა, რომელმაც "იუვენტუსთან" ერთად სერია A და იტალიის თასი მოიგო, ასევე, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში ითამაშა.

საუკეთესო მწვრთნელად, "ნაპოლის" თავკაცი - მაურისიო სარი აღიარეს, რომელიც ცერემონიას არ ესწრებოდა და მისი პრიზი, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა - აურელიო დე ლაურენტისმა ჩაიბარა.

წლის საუკეთესო გუნდად, "იუვენტუსი" აღიარეს, ხოლო წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად, "ფიორენტინას" ლიდერი - ალია გუანი.

სერია B-ს, წინა სეზონის, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, "კალიარის" მეკარე - ალესიო კრანიო დაასახელეს, რომელმაც გასული სეზონი, "ბენევენტოში" გაატარა და მას უმაღლეს დივიზიონში აღზევებაში დაეხმარა.

საერთო ჯამში, სერია A-ს 2016-17 წლების სეზონის, სიმბოლური ნაკრები, ასე გამოიყურება:

ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კულიბალი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ნაინგოლანი, ჰამშიკი - დიბალა, მერტენსი, იგუაინი.

მსგავსი სიახლეები