ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

2024 წელს ჯოკოვიჩი ფინალის გარეშეა

დიდი მუზარადის ტურნირების 24-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2024 წელს ისეთ შედეგებს ნამდვილად ვერ აჩვენებს, როგორსაც მისგან გულშემატკივრები ელიან. მსოფლიო ჩოგბურთის სერბმა ლეგენდამ გასულ წელს დიდი სლემის ოთხი შეჯიბრებიდან სამი, ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და ამერიკის ღია პირველობა ჩემპიონობით დაასრულა, წელს კი ATP-ის არც ერთი ტურნირის ფინალშიც კი არ გასულა.

ჯოკოვიჩმა, რომელსაც 22 მაისს 37 წელი უსრულდება, მიმდინარე წელს საუკეთესო შედეგი ავსტრალიის ღია პირველობასა და მონტე-კარლოს მასტერსზე აჩვენა, სადაც საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. მელბურნში „ნოლე“ იტალიელ იანიკ სინერთან ოთხ სეტში 1:6, 2:6, 7:6, 3:6 დამარცხდა, მონაკოში კი მას ნორვეგიელმა კასპერ რუუდმა სამ სეტში 4:6, 6:1, 4:6 აჯობა. რაც შეეხება სხვა ტურნირებს, ინდიან-უელსზე ჯოკოვიჩზე ძლიერი იტალიელი ლუკა ნარდი, რომში კი ჩილელი ალეხანდრო ტაბილო აღმოჩნდა. საერთო ჯამში იანვრიდან მოყოლებული ერთეულთა თანრიგში ჩატარებული 14 შეხვედრიდან სერბმა 10 მოიგო, ოთხში კი დამარცხდა.

ნოვა ჯოკოვიჩს საჩოგბურთო კარიერის მანძილზე დიდი მუზარადის ტურნირებიდან ყველაზე მეტჯერ, 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული. როლან გაროსზე, უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე კი ჩემპიონი ის შესაბამისად, 3-ჯერ, 7-ჯერ და 4-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია რომში - ჯოკოვიჩი ალეხანდრო ტაბილოსთან დამარცხდა
სენსაცია რომში - ჯოკოვიჩი ალეხანდრო ტაბილოსთან დამარცხდა