ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომის მასტერსი, ალეხანდრო ტაბილო
Aa
Aa

სენსაცია რომში - ჯოკოვიჩი ალეხანდრო ტაბილოსთან დამარცხდა

რომის მასტერსის 1/16 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერს, ჩილელ ალეხანდრო ტაბილოს შეხვდა სენსაციურად ორ სეტში - 2:6, 3:6 დამარცხდა.

სერბმა ლეგენდამ მატჩი 1 საათსა და 8 წუთში დათმო. ტაბილო ორივე სეტში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და „ნოლემ“ მეტოქის კარგ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა.

საგულისხმოა, რომ რომის მასტერსის პირველ ეტაპზე, კორენტინ მოტეს დამარცხების შემდეგ, ჯოკოვიჩი გულშემატკივრებთან ავტოგრაფს არიდებდა, რა დროსაც შემთხვევით თავზე ბოთლი მოხვდა. სერბი ჩოგბურთელი კორტიდან პერსონალის დახმარებით გაიყვანეს და მედიაში ვარაუდობენ, რომ ჯოკოვიჩის ასეთი არადამაჯერებელი თამაში სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები